ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო დეკორაციები დაამზადეს
25-12-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის ქსოვრისის საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეთა რესურს ოთახში, მოსწავლეებმა ნათურებით ნაძვის ხე და საახალწლო აქსესუარები დაამზადეს, ასევე საახალწლო თემატიკაზე ნახატები დახატეს.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეებმა თოვლის ბაბუას სურვილების შესასრულებლად წერილები მისწერეს.

მისივე თქმით, მოსწავლეები დეკორაციების დამზადების პროცესში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ და საბოლოოდ, კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203