ქუთაისის N31 საჯარო სკოლაში „ლიტერატურული გასამართლება“ გაიმართა
25-12-2019
ქუთაისის N31 საჯარო სკოლის V კლასში, ჰექტორ მალოს ნაწარმოების - „უსახლკაროს“ მიხედვით, „ლიტერატურული გასამართლება“ ჩატარდა.

კლასის ხელმძღვანელი ნინო ფხაკაძეა.

ღონისძიებამ, როგორც დამსწრეებმა აღნიშნეს, წარმატებით ჩაიარა.

მოსწავლეებმა ნაწარმოების პერსონაჟები გააცოცხლეს.

„სცენაზე დააბიჯებდნენ რენეს, მათიას, ვიტალისის,  დედა ბარბარენისა თუ სხვათა პერსონაჟები, უკრავდა ვიოლინო და სევდიანი ხმით გვიამბობდა პატარა ბიჭში საკუთარ თავგადასავალს. განსაკუთრებული შთაბეჭდილება კი მათ მიერ მოფიქრებულმა სასამართლო სცენამ მოახდინა. დასაჯეს დამნაშავე ჯონ მილიგანი და იმსჯელეს მის მიერ ჩადენილ დანაშაულზეც. მათ სურვილი გამოთქვეს ისევ წაიკითხონ ახალი ნაწარმოებები, შექმნან სასიამოვნო გარემო და განიხილონ იგი არამარტო სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც გამოიყენონ წიგნისეული პერსონაჟების გამოცდილება“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203