წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
25-12-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სიტყვები წარმოთქვეს.

სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, საახალწლო ღონისძიება მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მეუფე მელკისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა კურთხევით ჩატარდა.

მისივე თქმით, მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც და ღონისძიების სხვა მაყურებლებიც კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203