ეშტიის N2 საჯარო სკოლა საახალწლო ღონისძიებისთვის მოიკაზმა
25-12-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის N2 საჯარო სკოლა საახალწლო ღონისძიებებისთვის მზად არის.

მოსწავლეებმა წლის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების ფოტოებით კედელზე დეკორატიული ნაძვის ხე გააკეთეს. მათ საახალწლო კუთხეც მოაწყეს და საახალწლო დეკორაციები დაამზადეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები საახალწლო ზეიმის დღეს დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ელოდებიან. მისივე თქმით, სამზადისში მოსწავლეები დიდი ემოციებით იყვნენ ჩართულები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203