ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჭადრაკში მუნიციპალიტეტის პირველობაზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
25-12-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის, ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლემ, ანრი აბულაძემ, ჭადრაკში მუნიციპალიტეტის პირველობაზე ვაჟებს შორის - პირველი ადგილი, ამავე სკოლის მოსწავლე მაგდა ცეცხლაძემ კი გოგონათა შორის მეორე ადგილი დაიკავა.
მუნიციპალიტეტის პირველობა ჭადრაკში ხულოს რაიონში 2009-2011 წელს დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის გაიმართა.
ჩაოს საჯარო სკოლა მოსწავლეებს გამარჯვებას ულოცავს და მომავალში წარმატებებს უსურვებს.