
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ლენტეხის N1 საჯარო სკოლას და პედაგოგიურ კოლექტივს (დირექტორი ნატო ჯანხოთელი) მადლობის წერილი გამოუგზავნა, სადაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ილიას ჩილოღლუ, მადლობას უხდის სკოლას და პედაგოგებს ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა ლიდერების მომზადებისათვის.
„ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებმა მირიან მეშველიანმა და ნინო ლიპარტელიანმა მოიპოვეს სახელმწიფო დაფინანსება და მოიპოვეს უნივერსიტეტის შიდა სასწავლო გრანტი.
ლენტეხის N1 საჯარო სკოლა ამაყობს აღსაზრდელებით და პედაგოგებით, რომელთა პროფესიონალიზმი და შრომისმოყვარეობა მომავალი თაობების კეთილდღეობისა და სრულფასოვანი ცხოვრების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, წარმატებები ვერ დაგვეთვალოს“,-აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები