ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხალხური და გამოყენებით ხელოვნების მუზეუმს სტუმრობდნენ
25-12-2019
მცხეთის მუნიციპალიტეტის, ბიწმენდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებით ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა საქართველოს კუთხეების ტრადიციული ტანისამოსი და უძველესი ნივთები დაათვალიერეს.
მათ მუშტაიდის ბაღისა და მუზეუმის დაარსების ისტორია მოისმინეს, „საშობაო იგავს“ უყურეს და ნაძვის ხის საახალწლო სათამაშო თაგუნია თავიანთი ხელით დაამზადეს.