„მათემატიკის ჯადოსნური სამყარო“ - მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
25-12-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება  - „მათემატიკის ჯადოსნური სამყარო“ ჩატარდა. ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.

„არაჩვეულებრივი ღონისძიება გვაჩვენა მაღლაკის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის კათედრის ხელმძღვანელმა მარინა დეისაძემ. მან გვამოგზაურა მათემატიკის ჯადოსნურ სამყაროში.

ეს იყო შემეცნებითი ღონისძიება, რომელსაც ამშვენებდა გასართობი ნომრებიც. პატარებმა ჩვენამდე მოიტანეს უდიდესი ემოცია მარინა მასწავლებლის დახმარებითა და დიდი შრომით, რისთვისაც მადლობას ვუხდით მას“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203