დაბა წაღვერის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს მწერალი ბექა ადამაშვილი ესტუმრა
25-12-2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა წაღვერის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის მფლობელი, მწერალი ბექა ადამაშვილი ესტუმრა.

„რომ შემოგეხედათ დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში, გული აგევსებოდათ კმაყოფილებით... საუბარი წიგნებზე. „ბესთსელერზე“, „ამ რომანში ყველა კვდებაზე“ და კიდევ ბევრ ჩასანიშნ აზრებზე გავმართეთ საინტერესო ორი საათი“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

დასასრულ მწერალმა მოსწავლეებს ლიტერატურული თამაშიც შესთავაზა, რაშიც ყველანი ხალისით ჩაერთნენ.

„მან წასაკითხი წიგნების ნუსხაც გვირჩია და სამახსოვრო ავტოგრაფები დაგვიტოვა. მადლობა, ბავშვებო, რომ ასე ძალიან გიყვართ კითხვა, მადლობა ბექას მათი ემოციებისთვის, გულწრფელი დახვედრისთვის. მერე რაა, რომ კვირაა, ჩვენ ერთად ვართ მთავარია“, - ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

შეხვედრა ქართულის გაკვეთილის ფარგლებში ჩატარდა. პედაგოგი მონიკა ჭანტურიაა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203