თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსროლელთა შეჯიბრში საქართველოს თასზე ოქროს და ბრინჯაოს თასები დაიმსახურეს
25-12-2019

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსროლელთა შეჯიბრში საქართველოს თასზე წარმატებას მიაღწიეს და ოქროსა და ბრინჯაოს თასები დაიმსახურეს.

„გოგონებში ოქრო და ბრინჯაო ტყუპმა დებმა ფროდიაშვილებმა მოიპოვეს. თანაც, მარიამ ფროდიაშვილი ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც 98 ქულა დააგროვა.

თელავის N5 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მე-10 კლასის მოსწავლეებს მარიამ ფროდიაშვილს ოქროს და სალომე ფროდიაშვილს ბრინჯაოს თასის მოპოვებას“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

შეჯიბრში 2004-2008 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203