გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საახალწლო ფესტივალი მოაწყვეს
25-12-2019

წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა საახალწლო ფესტივალი მოაწყვეს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით,  ფესტივალზე მოსწავლეებმა მიიტანეს სხვადასხვა კერძი, ასევე ხელნაკეთი ნივთები და გაყიდეს.

„შემოსული თანხით მათ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საჩუქრები უყიდეს, რომელთა გადაცემასაც საახალწლოდ გეგმავენ.

ფესტივალის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირა ძირკვაძე.

მოსწავლეებს ფესტივალის მოწყობასა და ორგანიზებაში ეკოკლუბის წევრები ეხმარებოდნენ“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203