წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ინგლისურ ენაზე დადგეს
25-12-2019
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში საახალწლო ზღაპარი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ ინგლისურ ენაზე დაიდგა.

კლასის პედაგოგი ნინო ჯავახაძე, დამრიგებელი კი აზა ნაფეტვარიძეა.

IVკლასის მოსწავლეები ინგლისურ ენაზე გამართულად მეტყველებენ და მღერიან.

წარმოდგენა თეატრალიზებული და მხატვრულად გაფორმებული იყო. მასში მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

"მოხდა „ფარული სანტას“ გათამაშებაც. პატარებმა ძალიან ისიამოვნეს, არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203