ხონის N2 საჯარო სკოლაში ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
25-12-2019
ხონის N2 საჯარო სკოლაში ოლიმპიადის ფარგლებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, გამარჯვება მე-12 კლასის გუნდმა მოიპოვა, საუკეთესო მოთამაშედ კი მე-9 კლასის მოსწავლე მამუკა უგრეხელიძე დასახელდა.
„ძალიან აზარტული, მეგობრული, პოზიტიური შეჯიბრის ბოლოს გაიმართა დაჯილდოება. გამარჯვებულ მე-12 კლასის გუნდს გადაეცა თასი და სიგელი პირველი ადგილის მოპოვებისათვის, სიგელებით დაჯილდოვდა მე-9 (მე-3 ადგილი) და მასწავლებელთა (მე-2 ადგილი)გუნდები, საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და სიგელით დაჯილდოვდა მე-9 კლასის მოსწავლე მამუკა უგრეხელიძე, ხოლო ყველაზე აქტიურ გულშემატკივრად დასახელდა და სიგელით დაჯილდოვდა სპეციალური მასწავლებელი -ქალბატონი ქეთევან ჯანაშია. გილოცავთ!!!“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
სკოლის წარმომადგენლისავე თქმით, ოლიმპიადა გრძელდება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს