
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ორხვის საჯარო სკოლის დირექტორმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წარმატებულ მონაწილეს სიგელი საზეიმოდ გადასცა.
სკოლის მოსწავლე „ეტალონმა“ ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატებით მონაწილეობისთვის დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.