
ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIბ კლასში მომზადდა სადამრიგებლო პროექტი „ახალი წელი 2020“. პროექტი დეკემბრის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„იყო სხვადასხვა ტიპის დავალებები, ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობები, მშობლების ჩართულობა. ძალიან ბევრი პოზიტივი და ბევრის მომცველი დღეები.
პროექტის მიზანი იყო: ჯგუფური მუშაობის ხელშეწყობა, ინდივიდუალური უნარების გამოვლენა, კრეატიული აზროვნების განვითარება, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსიყვარულის გაღრმავება, საახალწლო განწყობის შექმნა, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, მშობლების ჩართულობა,“- ნათქვამია პროექტის ხელმძღვანელისა და კლასის დამრიგებლის - ია ბლაგიძის განცხადებაში.
იხილეთ ვიდეო