თელავის N7 საჯარო სკოლაში მათემატიკაში სასწავლო-შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა
24-12-2019
თელავის N7 საჯარო სკოლის Vა კლასში მათემატიკაში სასწავლო-შემეცნებითი ვიქტორინა ჩატარდა.
ვიქტორინის მიზანი მოსწავლეთა შორის თანამშრომლობისა და სოციალიზაციის უნარის განვითარება, საგნის ცოდნის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, მოსწავლეთა ინდივიდუალური და განსხვავებული შესაძლებლობების გამოვლენა და განვითარება იყო.
„ვიქტორინის საშუალებით მოსწავლეები განსხვავებული არგუმენტების გენერირებას სწავლობენ, ეძლევათ საკითხის მრავალმხრივად გააზრების საშუალებაც“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
ვიქტორინის დასასრულს სკოლის დირექტორმა, მაია სილაგაძემ, მონაწილეებს სიგელები გადასცა და დამდეგი ახალი წელი მიულოცა.