წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზია საახალწლოდ მორთეს. სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგთან ერთად, საახალწლო განწყობაზე დეკემბრის დასაწყისიდანვე იზრუნეს.
„წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფმა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა დეკემბრის თვის დასაწყისიდანვე შექმნეს საახალწლო განწყობა და დადებითი ემოციები მიმოაფრქვიეს ირგვლივ, მორთეს საკლასო ოთახები, გიმნაზიის მთავარი შესასვლელი და საზეიმო ვითარებაში აანთეს გიმნაზიის მთავარი ნაძვის ხე“,- აღნიშნულია სასულიერო გიმნაზიის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები