ღვირიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურულ კონკურსზე ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს
24-12-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ღვირიშის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა, ნათია ფრუიძემ და გიგა ნემსიწვერიძემ ფრიდონ ხალვაშის და ზურაბ გორგილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურს „ზღვაურში“ ვერცხლისა და ბრინჯაოს დიპლომები მოიპოვეს.

მოსწავლეებს „ბიბლუსის“ ფასიანი ვაუჩერები და ლიტერატურულ ალმანახ „ზღვაურის“ 2018 წლის ნომრები გადაეცათ. ასევე, დიპლომით დაჯილდოვდა X კლასის მოსწავლე, მარიამ ირემაძე.

კონკურსი ბათუმში ჩატარდა და მას პოეტი ბელა ქებურია ხელმძღვანელობდა.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში იყვნენ ცნობილი პოეტები, მომღერლები და ხელმძღვანელი პირები  იყვნენ მიწვეულები.

ღვირიშის საჯარო სკოლა მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და ბელა ქებურიას შესანიშნავი და დაუვიწყარი დღისთვის მადლობას უხდის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203