ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-12-2019

ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სიგელებითა და სერტიფიკატებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.

„მონაწილე მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა ირმა შველიძემ, სკოლის დირექტორის მოადგილემ ეკა ჭეიშვილმა და „ეტალონის“ კორდინატორმა სკოლაში, ლელა კინწურაშვილმა  სერტიფიკატები და სიგელები გადასცეს. მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო ფოტო გადაიღეს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მოსწავლეები აქტიურად და მონდომებით ჩაერთნენ და წარმატებით იასპარეზეს.

2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203