მასწავლებლის მომზადების პროგრამას აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდა - იხილეთ პრეზიდენტის ბრძანება
24-12-2019

მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს აკრედიტაციის ვადა გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ ცვლილება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში შევიდა.

შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აწერს ხელს. 

პრეზიდენტის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2011-2012 და 2014-2015 წლებში აკრედიტებული მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები: ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი ნაწილია, აკრედიტებულად ჩაითვალოს 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებამდე.

ცნობისთვის, მასწავლებლის მომზადების პროგრამას აკრედიტაციის ვადის გაგრძელების ინიციატივა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს გუგული მაღრაძეს ეკუთვნის. 

იხილეთ:

მასწავლებლის მომზადების პროგრამას მოქმედების ვადა შესაძლოა 2023 წლამდე გაუხანგრძლივდეს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203