
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ „თანაგდომის“ წევრების ორგანიზებით სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
პროექტი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა. „მხიარული სტარტებში“ საჯარო სკოლის ორი გუნდი მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, თამაში საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა.
პროექტში 30 მოსწავლე იყო ჩართული.
„ამავე საკლუბო პროექტის ფარგლებში მოვიწვიეთ თემის ექიმები, რომლებმაც ბავშვებს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე ესაუბრეს“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები