
ასპინძის მუნიციპალიტეტის ზველის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა
ერთმანეთს მე-11 კლასის გოგონების გუნდი „აისლედი“ და ვაჟების გუნდი „ატლანტიდა“ დაუპირისპირდნენ.
კითხვები, როგორც სასკოლო მასალიდან, ასევე ზოგადი სააზროვნო და ლოგიკური მსჯელობისგან შედგებოდა.
თამაში საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. დაძაბული ბრძოლა ვაჯების გამარჯვებით დასრულდა. გუნდებს აფასებდა კომპეტენტური, სამი მასწავლებლისგან შემდგარი ჟიური.
თამაშს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ იაძე-ზედგინიძე.
იხილეთ ფოტოები