ბუშეტის საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის ფარგლებში კონფერენცია ჩატარდა
24-12-2019
თელავის მუნიციპალიტეტის, ბუშეტის საჯარო სკოლაში მიმდინარე პროექტის - „მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების დანერგვით მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება“ ფარგლებში კონფერენცია ჩატარდა.

სკოლაში პროექტი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ხორციელდება.

„ჩატარებული მუშაობის შედეგები და ანალიზი პროექტის მდგრადობის გარანტიას უზრუნველყოფს“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

„ახალი სკოლის მოდელი“ განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203