ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კამპანიას - „ნუ მოჭრი-მორთე“ შეუერთდნენ
24-12-2019
ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები,დამრიგებლის ხელმძღვანელობით, გარემოს დაცვის სამინისტროსა და განათლების ცენტრის კამპანიას - „ნუ მოჭრი-მორთე“ შეუერთდა.
კამპანიის მიზანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენცია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კამპანიის ფარგლებში სკოლის ეზოში ნაძვის ხე მორთეს.
„მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის ეზოში ნაძვის ხე მორთეს. მათ წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წიწვოვანი სახეობების შენარჩუნებაში, რადგან თუკი საახალწლოდ 1 მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის დადგმას მოისურვებს, ეს 1 მილიონი ხის მოჭრასა და შესაბამისად, 700 ჰექტარი ტყის გაჩეხვას გამოიწვევს, რაც ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი, მოჭრას კი მხოლოდ 5 წუთი სჭირდება“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს