წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე პაატა გალდავა საქართველოს მორაგბეთა 18 წლამდე ნაკრების წევრი გახდა
24-12-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე პაატა გალდავა საქართველოს მორაგბეთა 18 წლამდე ეროვნული ნაკრების წევრი გახდა.

„სკოლა ვულოცავთ პაატა გალდავას წარმატებას, იგი გახდა საქართველოს მორაგბეთა 18 წლამდე ეროვნული ნაკრების წევრი. მან 2019 წლის 10-დან 21 დეკემბრის ჩათვლით გაიარა 2020 წლის ევროპის ჩემპიონისთვის მოსამზადებელი შეკრება თბილისში, „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე. ვთვლით, რომ ქართულ რაგბს ღირსეული წარმომადგენელი შეემატა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, აღნიშნული ნაკრები მარტში სამხრეთ აფრიკის ტურნირზე, ხოლო აპრილში კალინგრადში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203