გორისის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე წიგნების თარო „შეიქმნა“
24-12-2019
საჩხერის მუნიციპალიტეტის, გორისის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე წიგნების თარო „შეიქმნა“.
„ჯერჯერობით მხოლოდ 6 წიგნი გვაქვს. მომავალში ვგეგმავთ თაროს შევსებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
სკოლა მადლობას უხდის ყველას, ვინც პროექტში და წიგნების შეგროვება-შეძენაში მონაწილეობდა ან მომავალში ჩაერთვება.