ვალის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნათია ჩანღლიშვილი საგნობრივ ოლიმპიადაში მიღწეული საუკეთესო შედეგისთვის დასაჩუქრდა
24-12-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს, ნათია ჩანღლიშვილს, რომელმაც ეროვნულ ოლიმპიადაზე ინგლისურ ენაში საუკეთესო შედეგები აჩვენა, საჩუქრად კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარების სასაჩუქრე ბარათი და სიგელი მიიღო.

მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, 2018 წლის რეგიონების მასშტაბით საუკეთესო შედეგების მქონე ეროვნული ოლიმპიადის 207 მონაწილეს სხვადასხვა პრიზი და ჯილდო გადაეცათ.

ნათია ჩანღლიშვილი ამჟამად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203