
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ილიაწმინდის საჯარო სკოლის IX კლასში ინგლისურ ენაში შემაჯამებელი პროექტი - „ჩემი საყვარელი მხატვარი“ ჩატარდა.
პროექტს პედაგოგი მაია უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნების, შემეცნებითი ინტერესების, თვითაქტუალიზაციისა და დემონსტრირების უნარების განვითარება.
„აღსანიშნავია მოსწავლის, ქეთევან ქადაგიშვილის შექმნილი ექსპონატი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები