ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს მუზეუმში შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ
24-12-2019
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთათვის, საგანის - „ჩვენი საქართველო" ფარგლებში, ქობულეთის მუზეუმში გაერთიანებული შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეები მუზეუმში სტუმრობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და ადგილზე ჩატარებული გაკვეთილითაც ძალიან დაინტერესდნენ.
მისივე თქმით, გაკვეთილმა ნაყოფიერად და სასიამოვნოდ ჩაიარა.