აფხაზეთის N2 საჯარო სკოლაში ისტორიაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა
24-12-2019
აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასში ისტორიაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფორმატში სხვადასხვა ისტორიული ეპოქა შეაჯამეს და როლური თამაშებით მნიშვნელოვანი მომენტები გააცოცხლეს.
მისივე თქმით, შემაჯამებელ გაკვეთილს სკოლის დირექციისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წარმომადგენელები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
მეათე კლასს ისტორიას პედაგოგი ინგა თოდუა ასწავლის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს