ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში - „ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას“ ჩაერთნენ
25-12-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ციხიის საჯარო სკოლის მოსწავლეები, არჩილ ჩუბინიძე და თათია ხერხაძე, პროექტში - „ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას“ ჩაერთნენ.
ისინი სოჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და თავიანთი პრეზენტაციები წარუდგინეს.
მე–9 კლასის მოსწავლე თათია ხერხაძემ ორ საკითხზე - „ხელოვანის სული“ და „მუსიკალური ტრადიციები საქართველოში“, არჩილ ჩუბინიძემ კი - „ქართული ფეხბურთისა“ და „ქართული ენის შესახებ“ ისაუბრა.
„შეგახსენებთ, რომ ეს იყო ემოციური და წარმატებული გასვლა სკოლის კედლებიდან, რათა თავიანთი ნაშრომები წარედგინათ თანატოლებისათვის. შეხვედრის ორგანიზატორი და ჩვენდამი რწმუნებული სკოლის პედაგოგი, ნინო კაკუშაძე, მადლობას უხდის სოფელ ციხიის საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ეკა აბესაძესა და მასპინძელი სკოლის, სოფელ სოჩხეთის საჯარო სკოლის დირექტორს, ქიშვარდი გოჩელაშვილს, პროექტის განხორციელების ხელშეწყობისათვის. წარმატებებს ვუსურვებთ შეხვედრაში მონაწილე ორივე სკოლის მოსწავლეებს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს