დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე ღონისძიებით აღნიშნეს
23-12-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე ღონისძიებით აღნიშნეს.

მოსწავლეები საზეიმო სამზადისში აქტიურად ჩაერთვნენ. მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ცეკვები, იმღერეს, ასევე დაუკრეს ხალხურ საკრავზე.

ღონისძიებას პედაგოგი სვეტლანა ბოჩიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

მაყურებლის წინაშე, მოსწავლეების გარდა, სიტყვით წარსდგნენ სკოლის პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.

დღე შთამბეჭდავი და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203