მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე ინფორმატიკის ოლიმპიადის წარმატებული მოსწავლეების ხუთეულში მოხვდა
23-12-2019

როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მორძგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლე შორენა ნიშნიანიძე ინფორმატიკის ოლიმპიადაზე წარმატებული მოსწავლეების ხუთეულში მოხვდა. შორენას დიპლომი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.

„OLYINFO - ინფორმატიკის  ოლიმპიადა ყველასთვის“, რომელიც 2019 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტში,  კვლავ  წარმატებული აღმოჩნდა  როინ მიროტაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მორძგვეთის საჯარო სკოლის IX კლასის  მოსწავლის, შორენა ნიშნიანიძისათვის, (სკოლის დირექტორი მაია ბარჯაძე, ისტ-ის მასწავლებელი მეგი გიორგაძე),  რომელმაც წელს მეხუთედ მიიღო  ოლიმპიადაში მონაწილეობა და წარმატებულ მოსწავლეთა ხუთეულშიც მოხვდა. 

შორენამ დიპლომი და ფასიანი საჩუქრები დაიმსახურა და თავისი წარმატებით კვლავ გაგვახარა“,-ნათქვამია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203