ბათუმის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს დაუვიწყარი დღე აჩუქეს
23-12-2019

ბათუმის N2 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეების, მშობლებისა და დამრიგებლის ინიციატივით ერთობლივი საქველმოქმედო პროექტი - „ოცნებები სრულდება...ცხოვრება მშვენიერია“ განხორციელდა.

„ერთი დღე გავულამაზეთ მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს. წავიყვანეთ ისინი პარკში საქანელებზე, დავასწარით კინო-თეატრ „აპოლოში“ მულტიპლიკაციურ ჩვენებას და ლანჩზე „მაკდონალდსში“ წავიყვანეთ.

გარდა ამისა, V კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს ბავშვებს.

პ.ს. ძალიან დიდი მადლობა სამშენებლო კომპანია „ანაგის“ დირექტორს ბატონ ირაკლის, რომელმაც დაგვაფინანსა თანხით (200 ლარის ოდენობით), დიდი მადლობა ჩვენი კლასის მშობელს, რომელმაც ბავშვები უფასოდ დასვა საქანელებზე
და ძალიან დიდი მადლობა მშობლებს და ბავშვებს მხარდაჭერისთვის.
დიახ, მეგობრებო, ცხოვრება სწორედაც რომ მშვენიერია“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203