
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XIIბ კლასის მოსწავლე ლუკა ქაშიბაძე წარმატებული სპორტსმენია. მოსწავლის დამრიგებელი თათია ივანეიშვილია.
„ლუკა ქაშიბაძე ჩვენი სკოლის წარმატებული სპორტსმენია. ის გახლავთ საქართველოს ჩემპიონი ჭაბუკებში, გია ასანიძის ტურნირის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე, ეს ცოტა ჩამონათვალია მისი წარმატებების შესახებ.
ახლა ლუკა ქაშიბაძე ემზადება კახიაშვილის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობისათვის. ლუკა ნამდვილი ვაჟკაცია, ის ცდილობს სკოლის მოსწავლეებში განავითაროს ჯანსაღი ცხოვრების წესი. მისი ხელმძღვანელობით არაერთი სპორტული აქტივობა ჩატარდა სკოლაში.
ხშირად ხვდება მოსწავლეებს. დღესაც ესტუმრა მისი ძმის კლასს (Iგ კლასი), ბავშვებს საახალწლოდ სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული დაურიგა. ვამაყობთ მისით, კვლავაც ბევრი აღეზარდოს ჩვენს სკოლას ლუკასნაირი ახალგაზრდები“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
იხილეთ ფოტოები