იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეს კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცა
23-12-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე კონფერენციაში მონაწილეობდა.

თბილისში, მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში ჩატარდა მოსწავლეთა რესპუბლიკური კონფერენცია „ხალხური მედიცინა - ქართული კულტურის საგანძური“, რომელშიც მონაწილეობდა იანეულის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე - ელენე კალანდაძე.

„თემა იყო: „ჩვენი სოფლის ხალხური მედიცინა“, „მწვანე წყალი“, მის მიერ დამზადებული „დამწვრობის მალამო“ კვლევისათვის მუზეუმმა დაიტოვა, შესასწავლად „მწვანე წყალს“ ჩაუტარდება ბიოლოგიური ანალიზი. თემის საუკეთესო წარდგინებისათვის ელენე კალანდაძესა და თემის ხელმძღვანელს ლალი წულაიას რესპუბლიკურ კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისათვის სერთიფიკატი გადაეცათ“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203