აფენის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასში საახალწლო ზეიმი ჩატარდა
23-12-2019

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის აფენის N2 საჯარო სკოლის მე-3 კლასში საახალწლო ზეიმი ჩატარდა.

დაწყებითი კლასის მოსწავლეები საზეიმო სამზადისში მონდომებით ჩაერთვნენ. მათ ღონისძიებაზე შეასრულეს სიმღერები და ცეკვები, ასევე წარმოთქვეს საახალწლო ლექსები.

მოსწავლეებმა ღონისძიებამდე, პედაგოგთან ერთად, „სეკრეტ სანტა“ ითამაშეს, ზეიმის ბოლოს კი საჩუქრები გახსნეს.

დღე სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.

მესამე კლასელების ზეიმს მათივე პედაგოგი ია ამბროლაძე ხელმძღვანელობდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203