თბილისის N165 საჯარო სკოლაში კალათბურთის ტურნირი ჩატარდა
23-12-2019

თბილისის N165 საჯარო სკოლაში კალათბურთის ტურნირი ჩატარდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ დაიგეგმა ღონისძიება -მანდატურის თასი სპორტულ აქტივობაში.

„ჩვენს სკოლაში ჩატარდა კალათბურთის ტურნირი N165 და N52 სკოლას შორის. პირველი ტური დამთავრდა თბილისის N165 საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით.

სკოლა აქტიურადაა ჩართული და მხარს უჭერს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203