ხონის N2 საჯარო სკოლაში თემაზე - „ვპოვე ტაძარი“ მხატვრული დილა ჩატარდა
23-12-2019
ხონის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ა. ასლანიკაშვილის, ხელმძღვანელობით თემაზე - „ვპოვე ტაძარი“ მხატვრული დილა ჩატარდა.

„მოსწავლეებმა შთამბეჭდავად წარმოადგინეს სიყვარულის, როგორც აუხსნელი ფენომენის ძალა რომანტიკოსების - ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ჯორჯ გორდონ ნოელ ბაირონის შემოქმედებაში. მათი შემოქმედების დიდი ნაწილი ხომ სწორედ სიყვარულის თემას შეეხება. მოსწავლეები ეთანხმებიან ნ. ბარათაშვილს და ჯორჯ ბაირონს, რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ მშვენიერი სულისაგან შეიძლება იყოს ნაშობი, რომელსაც ვერც შემთხვევითობა და ვერც დრო ვერაფერს დააკლებს. სწორედ ასეთი სიყვარულია მარადიული. „სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების და ვით ყვავილი თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების" (ნ. ბარათაშვილი)“. მაგრამ რა არის სიყვარული თუნდაც ათასის, მასთან რომელიც მკვდარს გეკუთვნის და ვერ გივიწყებს" - ეს ბაირონის სიყვარულის ძალიან ძლიერი განცდაა ქართველი ულამაზესი გოგონას თირზასადმი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203