„ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას“​ - სოჩხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შეხვედრა გაიმართა
23-12-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის​, სოჩხეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შეხვედრა - „ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას“ გაიმართა.

ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა ნინო კაკუშაძემ მისივე წამოწყება ერთ მთლიან, კომპლექსურ პრეზენტაციად გადააქცია.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ეს იყო შეჯამება/შეფასებაც, მოსწავლეთა მიერ, 2019–2020 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების 10%-სა.

ღონისძიებაში სოჩხეთის და ციხიის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

„სოჩხეთის საჯარო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა ნინო კაკუშაძემ მისივე წამოწყება მოსწავლეთა შეხვედრა - „ჩვენ ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას“ ფარგლებში, ერთ მთლიან, კომპლექსურ პრეზენტაციად გადააქცია. ეს იყო შეჯამება/შეფასებაც, მოსწავლეთა მიერ, 2019–2020 სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების 10%–სა. ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ციხიის საჯარო სკოლის წარმომადგენელ ბავშვებს (არჩილ ჩუბინიძესა (VI),  თათია ხერხაძეს (IX)) სოჩხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (ბექა ჩხაბერიძემ, მარიამ  გაბელაშვილმა, იოვანე, ქეთევან და ქრისტინე გოტიაშვილებმა (IX), ასევე, ბექა კვირიკეიშვილმა (VIII)) უმასპინძლეს. ბავშვები გაეცნენ ერთმანეთს და წარმოადგინეს პრეზენტაციები, ესეები, ლექსის მხატვრული კითხვა და შექმნილი ვიდეო რესურსი - „ქორალი ანუ გუნდური კითხვა“, რომლის დროსაც გამოავლინეს 21–ე საუკუნის უნარ-ჩვევების ფლობა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203