„ერთი დღე პროფესიაში“ - გორის N12 სკოლის მოსწავლეებმა დირექციის, მასწავლებლებისა და მანდატურების ფუნქციები მოირგეს
23-12-2019

გორის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიიატივით ჩატარდა მასშტაბური ღონისძიება - ერთი დღე პროფესიაში.

„ერთი დღით თვითმმართველობის წევრებმა და მოსწავლეებმა გადაინაწილელეს ფუნქციები, ნაწილმა ადმინისტრაცია-ტექპერსონალის ფუნქცია შეითავსა, ნაწილმა მასწავლებლებისა და კლასის ხელმძღვანელების ფუნქციები.

ღონისძიება მაშტაბური გამოვიდა. ბავშვები მთელი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობებს. ისინი ერთი დღით აღმოჩნდნენ დირექციის, მასწავლებლების, მანდატურების ამპლუაში.

დღე საინტერესო გამოვიდა, თუმცა დღის შეჯამებისას მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ სკოლაში საქმიანობა ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო ყოფილა“,-განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები  

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203