„ანას პოეზია“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ანა კალანდაძეს ღონისძიება მიუძღვნეს
23-12-2019

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ქართველი პოეტის - ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ანას პოეზია“ გაიმართა.

ღონისძიებას ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი თინათინ ხმალაძე ხელმძღვანელობდა. მე-5 კლასის მოსწავლეები ღონისძიებაში მონდომებით ჩაერთვნენ.

„ბავშვებმა არა მარტო ლექსები, არამედ პოეტის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდებიც უამბეს დამსწრე საზოგადოებას. საოცარი მონდომებითა და ემოციებით კითხულობდნენ პატარები ანას ლექსებს, რათა მსმენელს ნათლად შეეგრძნო პოეტის განცდები“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203