ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
23-12-2019
ქუთაისის N30 საჯარო სკოლაში „ნატოს სკოლა 2019“-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
„ჩვენი სკოლის მოსწავლე ეკა ჯორბენაძე და 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ინა გოგლიჩიძე საინტერესო პრეზენტაციით წარსდგნენ თანატოლების წინაშე. მათ მოსწავლეებს ნატოსთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, აგრეთვე გააცნეს მათი შექმნის ისტორია, განვითარების ეტაპები, დღევანდელი გამოწვევები“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს ორგანიზებით შედგა.
სკოლის წარმომადგენლისავე თქმით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს