კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისა და მშობლების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა
24-12-2019

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

მოსწავლეებმა გამოფენაზე წარმოადგინეს მშობლებისა და სკოლის მოსწავლეების ნამუშევრები. გამოფენა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის იყო როგორც ხელნაკეთი დეკორატიული ლარნაკები,  ასევე ქოთნები, საკამფეტეები და ნახატები.

გამოფენა-გაყიდვა მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203