კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ღონისძიება - „შემოდგომის (დღე)სასწაული“ ჩატარდა
23-12-2019
ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში ზეიმი - „შემოდგომის (დღე)სასწაული“ ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში ნახატების გამოფენა და შემოდგომის თემატიკაზე სხვადასხვა ნამუშევრის გამოფენა მოეწყო. მოსწავლეებმა მასწავლებლის ხელმძღვანელობით საშემოდგომო კუთხეებიც მოაწყეს და ნობათი გამოფინეს.
ზეიმზე მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრებიც შეასრულეს.