„ნარჩენების ახალი სიცოცხლე“ - მულახის საჯარო სკოლაში კონკურსი გაიმართა
23-12-2019
მესტიის მუნიციპალიტეტის, მულახის საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს დაფინანსებითა და ევროპული ცენტრის მხარდაჭერით, პროექტ „მწვანე ხედვის“ ფარგლებში კონკურსი - „ნარჩენების ახალი სიცოცხლე“ გაიმართა.
კონკურსზე მოსწავლეებმა, კლასების მიხედვით, ნარჩენებისგან შექმნილი ნივთები წარმოადგინეს.
გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ, კლასები და აქტიურად ჩართული მშობლები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.