ყელქცეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
23-12-2019
გორის მუნიციპალიტეტის ყელქცეულის საჯარო სკოლის მე-6 კლასის  მოსწავლეთა ეკოკლუბის -„დედამიწა“ წევრებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დასუფთავების აქციაში დიდი ენთუზიაზმით ჩაერთნენ. ის მოსწავლეებს ახასიათებს როგორც განსაკუთრებით ყოჩაღებს.

სკოლის წარმომადგენლისავე თქმით, დასუფთავების აქციებს რეგულარული ხასიათი აქვს.

მე-6 კალსის დამრიგებელი სოფიო ბოჭორაძეა.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203