წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ხრიკაძე საგნობრივ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
23-12-2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, წაღვერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ნიკოლოზ ხრიკაძე, საგნობრივ ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებისთვის განათლების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა.

ნიკოლოზ ხრიკაძე 2018-2019 წლის გეოგრაფიის ეროვნული ოლიმპიადის პირველი და მეორე ტურის საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლე გახდა.

წაღვერის საჯარო სკოლის დირექცია ნიკოლოზ ხრიკაძეს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203