წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XI და XI კლასებში მეწარმეობის საფუძვლებში კვლევა მიმდინარეობს
20-12-2019

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XI და XI კლასებში  (პედაგოგი ნათელა ბაზაძემიმდინარეობს კვლევა მეწარმეობის საფუძვლებშითვითშეფასების ტესტირების პირველი ეტაპი. 

„სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირებას აქვს საერთაშორისო კვალიფიკაცია, რომელიც ამოწმებს სტუდენტებს (15-19 წლამდე ასაკის), რომელთაც გააჩნიათ ნამდვილი სამეწარმეო გამოცდილება, მიიღეს საჭირო ცოდნა, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები ბიზნესის დასაწყებად ან წარმატებით დასაქმებისთვის.

საბოლოო გამოცდის ჩაბარება შეიძლება სწავლის დასრულების შემდეგ. ის მიზნად ისახავს შეამოწმოს, დაადასტუროს და მიანიჭოს სერტიფიკატი სტუდენტის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, ისევე როგორც მის შემეცნებით და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, ყველაზე მნიშვნელოვან ბიზნეს კონცეფციებზე. აღნიშნული კვლევა სამ ეტაპიანია, რომელიც 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203