წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას თოჯინების თეატრი ესტუმრა
20-12-2019
ოტია იოსელიანის სახელობის, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს წინასაახალწლო საჩუქარი მოუწყვეს.

სკოლას სპექტაკლით - „საახალწლო ზღაპარი“ ქუთაისის თოჯინების თეატრი ესტუმრა.

„სცენიდან მოდიოდა დიდი პოზიტივი, პატარებმა ძალიან იხალისეს, განსაკუთრებით მოეწონათ შეხვედრა თოვლის ბაბუასთან. ბოლოს ბავშვებმა თოვლის ბაბუასა და მსახიობებთან სამახსოვრო სურათები გადაიღეს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203